LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი გაბისიანი: „ჩვენს დედებსა და ბებიებს მიაჩნდათ, რომ ქალი ქმარმა უნდა არჩინოს, მაგრამ დღეს ეს მიდგომაც მთლიანად შეიცვალა“

103
ქეთი გაბისიანი

კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი პასუხობს ჟურნალ „გზის“ კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ თანამედროვე ახალგაზრდები უფრო იოლად ქმნიან ოჯახებს და შემდეგ ასევე იოლად ანგრევენ.

ქეთი გაბისიანის მოსაზრებით, მის თაობაში ასაკს არ უყურებდნენ და ოჯახებს ადვილად ქმნიდნენ, დღეს კი ახალგაზრდები უფრო მეტად კარიერულ მიღწევებზე არიან ორიენტირებულნი:

„ჩვენს დედებსა და ბებიებს მიაჩნდათ, რომ ქალი ქმარმა უნდა არჩინოს, მაგრამ დღეს ეს მიდგომაც მთლიანად შეიცვალა. ამაში ბერლინში ყოფნისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: ჩემი შვილის მეგობრებსა და მათ ოჯახებს რომ ვაკვირდებოდი, ფუნქციები ყველგან 50/50-ზე ჰქონდათ გადანაწილებული, ფინანსური საკითხები თუ ფიზიკური დატვირთვა მეუღლეებს თანაბრად ეხებათ. მართალია, ქალს ოჯახში მაინც მეტი დატვირთვა აქვს, მაგრამ ევროპაში მამები ისე უვლიან შვილებს და სახლსაც ისე ალაგებენ, როგორც დედები…“

კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი ბებია გახდა: „დავფრინავ, კი არ დავდივარ…“

ქეთი გაბისიანმა რჩეული გამოაჩინა – ის ცნობილი მუსიკოსია

ვიდეო: დაათვალიერეთ ქეთი გაბისიანის ახალი ულამაზესი სახლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები