მსახიობმა ქეთევან კანტიძემ ახლახან კორონავირუსი გადაიტანა. როგორც ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას აღნიშნავს, ვირუსმა მსუბუქად აცრის გამო ჩაიარა:
„კორონავირუსი მქონდა. ცოტათი სუსტად ვარ.. საერთოდ, ვირუსი მსუბუქად გადავიტანე და ანალიზების პასუხიც კარგი მაქვს. „ასტრაზენეკათი“ ორჯერ აცრილი გახლდით. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ვაქცინა გაკეთებული მქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცი, როგორ ვიქნებოდი. ბევრი თანმხლები დაავადება მაქვს. ვირუსის გამო, აბსოლუტურად არაფერში ცვლილება არ მქონია – მალევე ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდი…“