LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ხიტირი: „ბოდიშით არა, მაგრამ მადლობით მინდა დავიწყო, რომ არ დავწვით რუსთაველის თეატრი. გაზი უსროლიათ იმ შუშისთვის, რომელიც ჩაიმტვრა…“

221
ქეთი ხიტირი

ტუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი ხიტირი აქვეყნებს ფოტოს, სადაც თეატრის ჩამტვრეული ფანჯარა ჩანს და წერს:

„ბოდიშით არა,  მაგრამ მადლობით მინდა დავიწყო, რომ არ დავწვით რუსთაველის თეატრი. გაზი უსროლიათ იმ შუშისთვის, რომელიც ჩაიმტვრა. იმედია, მე ვინც მიცნობს, მე ბევრ თქვენგანს არც ვიცნობ, იცით, რომ შუშაზე არ ვდარდობ!.. მეორედ რომ გადაურჩა დაწვას რუსთაველის თეატრი, ის მახარებს! და ძალიან ამაყიც ვარ. მადლობელიც აქციაზე მყოფი ახალი თაობის!! იმ არჩევანისთვის, რასაც ირჩევენ და არასდროს დანებდებიან რუსეთს!! მე სხვა რამეზე ვდარდობ არა იმიტომ, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ (და ისე ვამაყობ, როგორც თეატრალურში სწავლისას ვამაყობდი ამ თეატრის არსებობით და მომავალშიც ვიამაყებ!), არც ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელი მგონია ჩემი პატრონი:)) ამ თეატრის სულისჩამდგმელი ილია იყო… ახმეტელი კი რეჟიმის მსხვერპლი! ამ თეატრს ნუ შეაფურთხებთ, ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ თქვენივე ფურთხი შუბლში!“

ბექა გოჩიაშვილი: „ამაზე უფრო ღია და ნათელი ღალატი ქვეყნის რა უნდა იყოს?“

გიორგი გიგაშვილი: „ხალხო, ბრძოლას აქვს აზრი. ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება!..“

სოფო ბათილაშვილი: „ვწერ ამას ხელების კანკალით და თვალებში დაგუბებული ცრემლებით… არ ვუჭერ არც ერთ ხელოვანს მხარს, რომელიც ყვავილებს ხატავს და ყვავილებზე მღერის!..“