LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი წიქვაძე: „რას ემსახურება მოწოდებები: „გაიფიცე“, „წამოდი სამსახურიდან“? ძალადობა იგმობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და მორალური!..“

1075
ქეთი წიქვაძე

მსახიობი, გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, ქეთი წიქვაძე მსახიობების გაფიცვას ემიჯნება და სტატუსში მიზეზს ასახელებს:

„თანადგომის, სოლიდარობის და გაერთიანების მოთხოვნა გასაგები და მისაღებია, თუ ეს არ სცდება თხოვნის ნორმებს და არ გადადის ბულინგში და ძალადობაში…

მაგრააააამ!

მოწოდება, – „გაიფიცე”,-„წამოდი სამსახურიდან”- ეს რას ემსახურება?

ვინ უზრუნველყოფს გაფიცული საჯარო მოხელეების ყოველდღიურ არსებობას?

რომელიმე თქვენგანი იღებთ პასუხისმგებლობას, რომ მაგალითად სატრანსპორტო მძღოლების, ან სანიტარული მომსახურების თანამშრომლების ოჯახებს აჭმევთ და მათ შვილებს უზრუნველყოფთ?

შემდეგ რას ჰპირდებით ამ ადამიანებს, რა ვაკანსიას სთავაზობთ???

წარმოუდგენელია, ასეთი ზეწოლა მოქალაქეებზე, რომელზეც ნული პასუხისმგებლობა გაქვს!

ძალადობა იგმობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და მორალური!

თუ პატრიოტი ხარ, იბრძოლე სწორად,

არ შეუშალო ცხოვრება სხვას და არ შეაშლევინო ხელი მტერს!

ნუ იქნები შენივე ქვეყნის და მოქალაქის მტერი!

მშვიდობა ჩვენს საქართველოს, რომელიც ყოველთვის გაიმარჯვებს და არასდროს გადაუხვევს მარცხნივ!!!“

თანადგომის,სოლიდარობის და გაერთიანების მოთხოვნა გასაგები და მისაღებია,თუ ეს არ ცდება თხოვნის ნორმებს და არ გადადის…

Posted by Keti Tsikvadze on Sunday, December 8, 2024

გიორგი კაჭახიძე: „წაქცეულ ადამიანს ჯერ ქუსლი მიარტყა დამამცირებლად და მერე სახეში წიხლიც დააყოლა. იქ იყო კიდევ რამდენიმე არასწორი ქცევა, ამის გამო ბრაზი გასაგებია, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ერთეული არაკაცების გამო, ყველა სპეცრაზმელი და პოლიციელი ცუდად მოიხსენიო…“

ლევან ხურცია: „ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს , ლანძღავთ კაცს, რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ…“

კირა ანდრონიკაშვილი: „ქართველებმა კიდევ ერთხელ გავახარეთ მტრები! მე რუსეთუმეობას ვერავინ დამწამებს… ევროკავშირის წევრობას უკვე რამდენი წელია ველოდებით და უარს გვეუბნებიან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g