ქეთრინ ზეტა-ჯონსი პაპარაცებმა ამჯერად ნიუ-იორკში, ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში გადაიღეს. ცნობილი მსახიობი საქმიანობიდან გამომდინარე ბევრს მოგზაურობს, თუმცა იშვიათად შვილებთან ერთად. ამჯერად 46 წლის ზეტა-ჯონსს თან ახლდა 13 წლის ქალიშვილი კარისი, რომელიც მსახიობს მაიკლ დუგლასისგან ჰყავს. გოგონა მართლაც საოცრად ლამაზია და ძალიან ჰგავს თავის პოპულარულ მამას.
მუდამ ელეგანტურ ქეთრინს თეთრი ფერის ანსამბლთან ნარინჯისფერი შარფი ჰქონდა შეხამებული. სწორედ ამ ფერის სპორტული მაისური ეცვა 13 წლის კარის დუგლასს.