LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს სამართალდამცავები დაშავდნენ

143
პოლიცია

ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს სამართალდამცავები დაშავდნენ. როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდების გაშველებისას ქობულეთის პოლიციის ორ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პირველადი ინფორმაციით, სამართალდამცავების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით. უწყების ცნობით, მომხდარის გამო ერთი პირია დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g