„ჯერ რა დროს მესამე ძალაა, ახლახან გამოჩნდა ადამიანი. ბევრი „ლაიქი“ ჰქონდა, რეიტინგი ჯერ არ გაგვიზომია,“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
ამ განცხადებით ხვიჩია პარტია „პროგრესი და თავისუფლებას” თავმჯდომარის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „პალიტრანიუსთან“ თქვა, რომ გახარიას პარტიას 10-პროცენტიანი რეიტინგი აქვს და ამის გამო, „ოცნებაში არის ერთი წიოკი.“
იაგო ხვიჩიას თქმით, გახარიას ბევრი „ლაიქი“ ჰქონდა სოციალურ ქსელში, თუმცა, ეს მის რეიტინგს არ ასახავს.
„მისი რეიტინგის მტკიცებულება არის ის, რომ „ქოცები“ დადიან აფორიაქებულები? არ ვიცი, მე ვერ ვამჩნევ ასეთ ფორიაქს, შესაბამისად, მეტი მტკიცებულება მჭირდება. ჯერ რა დროს მესამე ძალაა, ახლახან ადამიანი გამოჩნდა. ბევრი „ლაიქი“ ჰქონდა, რეიტინგი ჯერ არ გაგვიზომია, ის კვლევა (IRI – ის კვლევა, სადაც გიორგი გახარია პერსონალური რეიტინგით ლიდერობს) სხვაა, ინდივიდუალური რეიტინგია ის,“ – განაცხადა ხვიჩიამ.
