LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილების დრო დადგა: აგნეშკა გათხოვდა

142

აგნეშკა რადვანსკა სპარინგ-პარტნიორს გაყვა ცოლად.
ჩოგბურთელის ქმარი გახდა დავიდ ცელტი. ახალგაზრდების ნათესავების გარდა ღონისძიებას ესწრებოდნენ ანჟელიკ კერბერი, კაროლინ ვოზნიაცკი, პოლონეთის ყოფილი პირველი ჩოგანი მარტა დომახოვსკაია და ეჟი იანოვიჩი.

რადვანსკას მომავალ ქორწილზე 2016 წელს ვოზნიაცკი საუბრობდა:

“აგა თხოვდება, ასე რომ, მე და კერბერი ვრჩებით. შვებულებაში სამნი უნდა წავიდეთ ხოლმე, მაგრამ რთულია, როდესაც საკუთარი ცხოვრება გამოგიჩნდება. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვშორდებით, მაგრამ ზოგჯერ გოგონებს სხვა პრიორიტეტები ან პირადი საქმე უჩნდებათ. ისე, მაგარი კი იქნებოდა, ყავის ერთად დალევა, ჭორაობა და დროის ტარება”.

 

ამ უქმეებზე ჩეხეთში ანდრეა გლავაჩკოვაც გათხოვდა, რომელიც დიდი სლემის ორგზის გამარჯვებულია წყვილთა თანრიგში.

რადვანსკა WTA-ის რეიტინგში მეათე ადგილზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g