LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქორწილის დღეს მეუღლე ავარიაში გარდაეცვალა, მეუღლე დაკრძალა და მას შემდეგ მონასტერშია” – რას წერენ დედა სოსანაზე

4535
BeFunky-collage (4)

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელ-მონაზონი მამა ნექტარიოს მჭედლიძე ჭყონდიდის ეპარქიიდან მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ გარიცხულ დედა სოსანასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მამა ნექტარიოსი წერს, რომ რაც დედა სოსანას მეუღლე ავარიაში გარდაეცვალა, მას შემდეგ მონასტერში ცხოვრობს.

“ჩვენ შეგვიძლია ჩავქოლოთ, ვლანძღოთ, მიწასთან მოვასწროთ ადამიანი, რომელსაც ქორწილის დღეს მეუღლე ავარიაში გარდაეცვალა, მეუღლე დაკრძალა და მას შემდეგ მონასტერშია(დედაკაცი რომელიც დიდი ტკივილით მივიდა ღმერთის სახლში, დღეს თუ მისი საქციელი არ მოგვწონს მასზე ვილოცოთ თუ თავები ქრისტიანები გვგონია) ჩვენ შეგვიძლია დაუცველი ადამიანი დავჩაგროთ, ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს სახელით ვიყოთ მოძალადეები, ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს სახელით მოვკლათ, ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენ არ შეგვიძლია მიწა წყალი დავიცვათ. დღეს რიონის ხეობაში უნდა იყოს ერი, მაგრამ არაა მოდი ეს დაჩაგრული მონაზონი ვლანძღოთ ეს ყოფილა ქრისტიანობა, სავლე გახდა წმიდა პავლე”,-წერს მამაო.

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა

რატომ გადააყენა მიტროპოლიტმა სტეფანემ დედათა მონასტრის წინამძღვარი – ჭყონდიდის ეპარქიაში სკანდალი გრძელდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები