LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილში ბიონსემ უნდა იმღეროს: გარეთ ბეილი ორ ქორწილს იხდის

19

მადრიდის “რეალისა” და უელსის ნაკრების ვარსკვლავი გარეთ ბეილი ორი ქორწილის გადახდას გეგმავს.
ბეილის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ბიონსეს აგენტთან. ფეხბურთელს სურს, რომ მის ქორწილში სწორედ პოპ-დივამ იმღეროს – ამისათვის კი 1.2 მილიონი ევროა საჭირო.

სამეფო კლუბის ვარსკვლავი მის მეგობარ გოგონაზე და ორი შვილის დედაზე – ემა რის-ჯონსზე აპირებს დაქორწინებას. The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ქორწილი უელსში გაიმართება, მეორე კი სავარაუდოდ იტალიაში.

ფეხბურთელთან დაახლოებული პირის მტკიცებით, სწორედ მეორე ქორწილის დროს შეიძლება ვიხილოთ ბიონსე, რომელიც სტუმრების გართობაზე იზრუნებს. მხარეებს შორის ჯერჯერობით ოფიციალური შეთანხმება არ გაფორმებულა. თუმცა, ცნობილია, რომ ბიონსეს ამგვარ ღონისძიებებზე “დაქირავება” 1.2 მილიონი ევრო ჯდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები