ინდოეთში მძღოლების გაფიცვის გამო სიძესა და მის ნათესავებს ქორწილში წასვლა ფეხით მოუწიათ, თანაც ცერემონია სხვა ქალაქში უნდა ჩატარებულიყო. როგორც ABP live წერს, ერთ ღამეში მათ 28 კილომეტრი გაიარეს.
გზას მოყვრები ხუთშაბათს საღამოს დაადგნენ, პარასკევის დილას კი ახალგაზრდებმა იქორწინეს.
ქორწილის შემდეგ სიძეცა და მისი სტუმრებიც პატარძლის სახლში დარჩნენ. უკან წასვლა ფეხით არ სურდათ, ამიტომ დაელოდნენ თუ როდის მორჩებოდა მძღოლების პროფკავშირი გაფიცვას.
მძღოლებმა მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 მარტს შეწყვიტეს. ამ ფაქტმა ინდოეთის ბევრი რეგიონის პარალიზება გამოიწვია.