LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილში სტუმრებმა გათავებული ყველის გამო ლამის ერთმანეთი დახოცეს

164
Screenshot 2023-02-14 115329

ინდოეთის ჩრდილოეთში ქორწილის დროს სტუმრებმა ძალიან სერიოზულად იჩხუბეს. Opindia-ს ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო რაც სიძის ბიძას ინდური ყველით დამზადებული ტრადიციული კერძი არ შესთავაზეს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ქორწილის მაყარი სოფელი გურანადან ბაგპატისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდა. სადილის დროს ყველი გათავდა და ბიძამ სხვა რამდენიმე სტუმართან ერთად ჩხუბი დაუწყო იმ ადამიანებს, ვინც საკვებს არიგებდა.

პატარძლის მხარემ სიტუაციის ახსნა სცადა, თუმცა კონფლიქტის ინიციატორები ამან ვერ დაამშვიდა. შედეგად მეფე-დედოფლის ნათესავებმა სერიოზული ჩხუბი დაიწყეს და არც ჯოხების თუ ქვების გამოყენებას მორიდებიან. კარგად მოხვდა ოფიციანტსაც, რომელიც სუფრას ემსახურებოდა.

ცოტა ხანში ინციდენტის ადგილას პოლიცია მივიდა და მოჩხუბრები ძლივს გააშველა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები