ქრისტინა ფაჩვიძესთვის, (მეტსახელად ლუღი) 16 ათას ლარზე მეტი შეგროვდა.
შემდეგ, რაც რადიო „ათინათის“ ვებ გვერდზე გოგონაზე მეტსახელად „ლუღი“, მასალა გამოქვეყნდა, საქველმოქმედო ორგანიზაციებმა 2 დღეში 16 ათას ლარზე მეტის შეგროვება შეძლეს.
„წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის“ ხელმძღვანელი სალომე ფაცაცია ამბობს, მის ანგარიშზე ქრისტინასთვის 8 150 ლარი უკვე დაირიცხა და მოქალაქეებისგან თანხებს ჯერ კიდევ იღებს. მისი თქმით “ლუღის” წითელი სახლი უნდა აუშენონ.
ქრისტინესთვის თანხას აგროვებს სენაკელი ანა ბაკურაძე, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას რამდენიმე წელია ეწევა, მეგობრების და ფეისბუქ მომხმარებლების დახმარებით ქრისტინასთვის 8 762 ლარის შეგროვება შეძლო.
სალომემ და ანამ თანხა გააერთიანეს და ამბობენ, რომ ქრისტინასთვის მალე სახლის აშენებას ან ყიდვას შეძლებენ.
“ლუღის” ოცნება აუხდინეს: 5 წლის ქრისტინეს სამეგრელოს გუბერნატორმა ნანატრი ნივთები ჩაუტანა
მარტვილელი ქრისტინე ფანჩვიძე სოციალურ ქსელებში ,,ლუღის“ სახელით გახდა ცნობილი. მისი ვიდეო ფეისბუქს ვირუსულად მოედო.