LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინე იმედაძე: “იქნებ, ქართველ მომღერლებს ეს მაინც მოუგვაროთ…”

321

ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმაურება ამბავს, რომელმაც გუშინ ყველა ინტერნეტსაიტი მოიარა. საქმე ისაა, რომ ზუგდიდში კონცერტზე მომღერალ კახა კუხიანიძეს დენმა დაარტყა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო და ფეხი დაუზიანდა. ახლა ეტლით უწევს გადაადგილება.

ქრისტინე იმედაძე მიიჩნევს, რომ ქართველ მომღერლებს ასეთი პრობლემები არ უნდა ექმნებოდეთ იმ პირობებში, როცა უცხოელი შემსრულებლების ჩამოსაყვანად მილიონებია გამოყოფილი.

“ძალიან კარგია უცხოელი ვარსკვლავები, გვიხარია ყველას… მაგრამ იქნებ, იმ მილიონებიდან, იმათ რომ უხდით, რაიმე ხურდა მოიტოვოთ და ქართველ მომღერლებს ის მაინც მოუგვაროთ, რომ სცენაზე შნურმა ისეთი დენი არ თხლიშოს, რომ დაინვალიდდეს. მე მგონი, სირცხვილია. იდგა კაცი სცენაზე სამი დღის წინ, დაარტყა დენმა და ზის ახლა ეტლში!..” – წერს მომღერალი.

13530800_1222936901080051_1319343049_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g