LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინე მამუკაშვილი: „დათისთვის ჯერ არ გვითქვამს, რომ ფეხი დაკარგა…“

515
დათი

მეორე კლასის მოსწავლე, დათი ქოქრაშვილი, რომელიც შარტავაზე მძიმე ავარიის შედეგად უმძიმესად დაშავდა, ისრაელშია და მკურნალობას გადის. მასთან ერთად მისი მშობლები იმყოფებიან.

ქრისტინე მამუკაშვილი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ დათის ბოლო 10 დღეა, ჯანმრთელობის ახალი პრობლემები დაეწყო, რაც ჰიპერტენზიასა და ტაქიკარდიაში გამოიხატება, თუმცა ბავშვი პოზიტიურად არის განწყობილი: „ისეთი მზერა აქვს, თვალებით გვეხვეწება, რომ გადავარჩინოთ“, დასძენს პატარა ბიჭუნას დედა.

„ხელის კანკალით ცდილობს, რომ დაფაზე რამე მოხატოს, დაგვიწეროს. მუნჯურად გველაპაკება და თუ ვერ ვიგებთ, მერე გვიწერს. იმდენად უნდა, კარგად იყოს, რომ ხმას არ იღებს, ისე იტანს ყველაფერს წუწუნის გარეშე. უხმოდ და მშვიდად გვემორჩილება, ოღონდ გადავარჩინოთ“.

როგორც დათის დედა ამბობს, აქამდე ყოველ მესამე დღეს სჭირდებოდა ოპერაციები, ახლა კი შუალედი გაიზარდა, სოკო შემცირდა, თუმცა მკურნალობის შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება ექიმებს ჯერჯერობით არ მიეცათ.

ვისაც დათის დახმარების სურვილი გაქვთ, შემდეგი ანგარიშების საშუალებით შეგიძლიათ:

TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

დათის დასახმარებლად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე:

0901 000 903

(მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის)

ზარის საფასურია 1 ლარი.