ლეიბლი Ultra Music სტივ აოკის მომავალ დისკში შემავალ ჩანაწერს ავრცელებს. Are You Lonely – ასე ჰქვია ალან უოლკერის სადებიუტო სტუდიური ალბომის Different World ერთ-ერთი სიმღერის Lonely ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც ორიგინალურის მსგავსად, თანამედროვეობის ორი საუკეთესო დისკ-ჟოკეისა და ISÁK-ის კოლაბორაციაა.
აღსანიშნავია, რომ ერთადერთი, ვინც რემიქსს გამოაკლდა ეს Omar Noir-ია.
ცნობილია, რომ სიახლე სტივ აოკის მეექვსე სტუდიურ ალბომში, Neon Future IV შედის, რომლის რელიზი მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება.
