53 წლის სინდი კროუფორდი არაჩვეულებრივ ფორმაშია და მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკური ქირურგიით არასოდეს უსარგებლია, ყოველი მისი გამოჩენა აღფრთოვანებას იწვევს.
ლამაზმანს უკვე ჰყავს ღირსეული შემცვლელი და ეს მისი ქალიშვილი კაია გერბერია, რომელიც ამ დღეებში პაპარაცებმა ნიუ-იორკში დააფიქსირეს. გოგონას ჯინსის მოკლე შარვალი და ქურთუკი ეცვა, ყურადღებას კი მისი გრძელი და ლამაზი ფეხები იქცევდა.
რაც შეეხება მის ცნობილ დედას, გუშინ სინდი ვენეციაში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე შენიშნეს. ცისფერი კაბა მისი სხეულის სილამაზეს უსვამდა ხაზს. კროუფორდმა გარშემომყოფების აღფრთოვანება კიდევ ერთხელ გამოიწვია. ფოტოები