LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Queen-მა ფრედი მერკურის აქამდე უცნობი სიმღერა Face it Alone გაავრცელა

114
page

ლეგენდარულმა ჯგუფმა Queen ფრედი მერკურის აქამდე უცნობი სიმღერა Face it Alone გაავრცელა. ჩანაწერი 1988 წელს არის გაკეთებული, როდესაც ჯგუფი ალბომზე The Miracle მუშაობდა, თუმცა ჯგუფს ამ კომპოზიციის შესახებ არ ახსოვდა.

„ჩვენ ფრედის პატარა მარგალიტი აღმოვაჩინეთ, რომლის შესახებაც აღარაფერი გვახსოვდა, ეს საოცრებაა და მას სავარაუდოდ სექტემბერი მოისმენთ“, – განაცხადა ბრაიან მეიმ მიმდინარე წლის ზაფხულში.

„ვიპოვეთ მარგალიტი“ – ფრედი მერკურის შესრულებით აქამდე უცნობი კომპოზიცია იპოვეს

„ბევრჯერ გადავხედეთ ამ ჩანაწერს და ვფიქრობდით, რომ ამას ვერ გადავარჩენდით, თუმცა ჩვენმა საოცარმა გუნდმა ეს შეძლო. ეს ნაწილების შეერთებას ჰგავს, ლამაზი და გულის ამაჩუყებელია“, – ამბობს ბრაიან მეი.

ცნობისთვის,  Face it Alone ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველი კომპოზიციაა, რომელშიც ლეგენდარული მერკურის ვოკალი ჟღერს.

წინ დაუვიწყარი სანახაობა გველოდება – „ბოჰემური რაფსოდიის მეორე ნაწილი მუშაობის პროცესშია“ – ბრაიან მეი

პრემიერა: Queen-ის დრამერმა, როჯერ ტეილორმა ახალი სიმღერა გაავრცელა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები