LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდები მუზეუმში შეიჭრნენ და მილიონი ევროს ოქრო და ბრილიანტები მოიპარეს

150
6587

იტალიაში, გარდის ტბის მახლობლად სამუზეუმო კომპლექსი „ვიტორიალე დელ იტალია“ გაძარცვეს. ამის შესახებ გამოცემა artnet წერს.

6 მარტის ადრიან დილას ბოროტმოქმედები მუზეუმის ტუალეტში შეიპარნენ და გადავიდნენ საგამოფენო დარბაზში, სადაც უმბერტო მასტროიანის სკულპტურები იყო გამოფენილი. ქურდებმა ერთ-ერთი პირსაბანი მოხსნეს და გალერეაში შეღწევა სწორედ ასე შეძლეს. შემდეგ მათ სკულპტორის ყველა ნამუშევარი გაიტანეს, გარდა ერთისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიმალნენ.

მთლიანობაში დაიკარგა მასტროიანის 48 ქანდაკება, რომელთაგანაც ბევრი ოქროსგან იყო დამზადებული და ბრილიანტებიც ამშვენებდა. ზარალის თანხა 1,2 მილიონი ევროა.

მუზეუმის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად ის აშინებთ, რომ ბოროტმოქმედებს შეუძლიათ ოქრო გადაადნონ და გატაცებული ნამუშევრები სამუდამოდ გაანადგურონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები