LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუსლებითა და ფოტოგრაფებით დაღლილი კრისტენ სტიუარტი წითელ ხალიჩაზე (ფოტო)

360

კრისტენ სტიუარტი წელს კანის რიგით 71-ე კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობაშია. ამდენად მსახიობი ხშირად ჩნდება საკონკურსო ფილმების პრემიერაზე. ამჯერად 28 წლის მსახიობი სპაიკ ლის ახალი ფილმის,  BlacKkKlansman-ის პრემიერას დაესწრო. სტუარტი წითელ ხალიჩაზე „შალენის“ ვერცხლისფერი მოკლე კაბით გამოჩნდა და ფოტოგრაფებთანაც იპოზიორა. მოგვიანებით კი დარბაზში გადაინაცვლა. ფოტოებიდან ჩანს, რომ მსახიობი პრემიერებმა, ჩაცმის არაკომფორტულმა სტილმა  და მედიის გამძაფრებულმა ყურადღებამ დაღალა. ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა კადრი, როგორ ამთქნარებს წითელ ხალიჩაზე მსახიობი, შემდეგ კი ქუსლიან ფეხსაცმელს იხდის და დარბაზში ფეხშიშველი ადის.

შეგახსენებთ, რომ კრისტენ სტიაური ხშირად გამოდის დამკვიდრებული სტერეოტიპების წინააღმდეგ. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი წითელ ხალიჩაზე მისთვის მიუღებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g