YouTube გადაცემა, „შენი ამბავი თაიასთან” მეხუთე ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი.
„მე თუ ვიტირე, ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილამდე ერთი ნაბიჯი მაქვს დარჩენილი… ერთია გარდაცვალება და 19 წლის ბიჭს რომ მარხავ და ღმერთს რომ ეხვეწები… ავარია მოხდა“ – ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი მისი ცხოვრებიდან ტრაგიკულ ეპიზოდზე
YouTube გადაცემა, „შენი ამბავი თაიასთან” მეხუთე ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი.
ჟურნალისტმა ემოციურად ისაუბრა ქუთაისის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ქალაქი მისთვის განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება:
„ქუთაისს აქვს ის შენარჩუნებული ის, რომ ქუთაისელი ხარ და მერე ხარ ყველაფერი სხვა დანარჩენი. იქ ყველასთვის პირველი სტატუსი არის ის, რომ შენ ქუთაისში დაიბადე.
არ ვიცი, სიტყვებით მიჭირს გამოხატვა, იმდენად მიყვარს თითოეული ქუჩა, თითოეული ადგილი.
როდესაც ქუთაისში ჩავდივარ, რაც არ უნდა ცუდად ვიყო, ან ცუდი პერიოდი მქონდეს, მე ვარ ბედნიერი, ყველაფერი მიყვარს…“ – ამბობს დეა მამისეიშვილი.
