LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი 2021 წლის ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მასპინძელი ქალაქი იქნება

131
qutaisi

ქუთაისში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მეათე საკონსულტაციო ფორუმი ჩატარდება.

ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია – ქუთაისი 2021 წლის ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მასპინძელი ქალაქი იქნება.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის, ევროპის საბჭოსა და საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნან „ მმართველი კომიტეტი“, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, EPA- ს აღმასრულებელი მდივანი სტეფანო დომინიონი და ეროვნული კოორდინატორი საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან – სალომე ჯამბურია.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ქუთაისს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პოზიციონირების საშუალებას მისცემს:

“ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა და დღეს ხელი მოეწერა ქალაქ ქუთაისს, ევროპის საბჭოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შორის შეთანხმებას, რომელიც უკვე ოფიციალურად აცხადებს ქუთაისს 2021 წლის ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მასპინძელ ქალაქად. ეს არის დიდი შრომის შედეგი და მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც ევროპის საბჭოს, ასევე სამინისტროს. ჩვენ გვეძლევა უნიკალური საშუალება ჩვენი ქალაქის პოზიციონირებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე. ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ღირსეულად ვუმასპინძლოთ მაღალი დონის ფორუმს, რომელშიც 47 ქვეყნის 300-მდე ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას.” – თქვა იოსებ ხახალეიშვილმა.

კულტურული მარშრუტების შესახებ ევროპის საბჭოს პროგრამის მიზანი ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერაა.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების X საკონსულტაციო ფორუმს ქუთაისი 2021 წლის 29 სექტემბერიდან 1 ოქტომბერამდე უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g