ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის კლდის ჩამოშლის გამო საგზაო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა.
გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმოსვლა შესაძლებელია შარდომეთი-ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით.