LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ბუდაპეშტი: პრაქტიკული რჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს #ფორტუნაგიდი

60

ფერენც ლისტის სახელობის უნგრეთის საერთაშორისო აეროპორტი (მანამდე ფერიჰედის აეროპორტი) ბუდაპეშტიდან 16 კილომეტრშია და ქვეყნის უმსხვილესი აეროპორტია. ლისტის სახელი აეროპორტს 2011 წელს უწოდეს, დიდი კომპოზიტორის 200 წლის იუბილის საპატივსაცემოდ (Liszt Ferenc Nemzetközi Repülőtér).

აქ ორი ტერმინალია: 2А-დან შენგენის ქვეყნებში დაფრინავენ, ხოლო 2В ტერმინალიდან – ყველა დანარჩენ ქვეყანაში. ტერმინალი 1 ლოუკოსტერებს ემსახურებოდა, 2012-ში დაკეტეს და ყველა რეისი 2A და 2B-ში გადაიტანეს.

 

როგორ მივიდეთ აეროპორტიდან ბუდაპეშტში ავტობუსით (+ მეტრო)

ქალაქის ცენტრში ავტობუსით მისვლა არც მაინც და მაინც რთულია, მაგრამ არც მთლად კომფორტული: დილის 3:30 სთ-დან 22:59 სთ-მდე ყოველ 7-8 წუთში ავტობუსი 200Е ტერმინალ 2-დან მეტროსადგურ Kőbánya-Kispest-მდე (კებანია-კიშპეშტი, ხაზი М3) დადის და თან რკინიგზის სადგურ Ferihegy-ის გაივლის. ხსენებული მეტროსადგურიდან უშუალოდ ქალაქის ცენტრამდე მიხვალთ – Deák Ferenc ter (ფერენც დეაკის მოედანი). ბილეთის ღირებულება – 350 HUF (უნგრული ფორინტი). ანუ გადაჯდომა გიწევთ. სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები