LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქუთაისი იქცა ტრადიციულ ქართულ დერეფნად ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის“, – ნიდერლანდელები ჩვენს აეროპორტზე

73
ipiccy-image

ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია UN Studio ქუთაისის განახლებულ აეროპორტს ვიდეორგოლს უძღვნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„ქუთაისი იქცა ტრადიციულ ქართულ დერეფნად ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის, რომელსაც განახლებული აეროპორტი მასპინძლობს“, – ასე მოიხსენიებენ ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია UN STUDIO-ს მთავარი არქიტექტორები ვიდეორგოლში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია UN Studio-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის როგორც ძველი, ისე განახლებული ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ეკუთვნის. 3 წუთნახევრიან ვიდეორგოლში საუბარია განახლებული აეროპორტის უნიკალურ დიზაინზე და ზოგადად, აეროპორტის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და განსაკუთრებით, იმერეთის რეგიონისთვის.

„ეს არ არის დანიშნულების ადგილი მხოლოდ უცხოელი ვიზიტორებისთვის. ეს არის შექმნილი საქართველოს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი იმერლებისთვის. ჩვენ შევქმენით ე.წ. ერთობლივი ყვითელი ქოლგა, რომელიც ზოგადად ადამიანების კომფორტსა და ზრუნვაზეა ორიენტირებული. ქოლგის შიგნით არის მესამე სივრცე, შიდა ეზო. ეს არის ამ ორიგინალური ტერმინალის საიდუმლო ელემენტი და სწორედ ეს კონცეფცია გავიზიარეთ ტერმინალის გაფართოებისას. რათა მოგზაურობა უფრო სასიამოვნო და რომანტიკულიც გამხდარიყო”, – აცხადებენ ქუთაისის აეროპორტის კონცეფტ-დიზაინის შემქმნელები.

ვიდეორგოლში საუბარია იმაზე, რომ ახალი აეროპორტის დიზაინი მთლიანად მგზავრების კომფორტზეა მორგებული.

„ახალი ინტერიერი აეროპორტის სავიზიტო ბარათია. 2014 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოს 14 ულამაზეს აეროპორტებს შორის მოხვდა. დიდი მადლობა გვსურს ვუთხრათ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელთანაც დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს, სწორედ მათი დაკვეთით შევასრულეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დიზაინი”, – აღნიშნავენ UN Studio-ს არქიტექტორ-დიზაინერები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g