ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატვირთვის მიხედვით, 2019 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულს აქვეყნებს.
ქუთაისიდან მოთხოვნად მიმართულებებს შორის კვლავ ვენა ლიდერობს. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტიდან 2019 წლის იანვარ-მარტის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების TOP-5 ასეთია: 1.ვენა; 2.რომი; 3. პრაღა; 4. ბერლინი; 5. მემინგენი.
შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის პირველ კვარტალში 156784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101% მეტია. (2018 წლის 3 თვე – 78020).