LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე სამუშაოები 7 დეკემბრამდე გაგრძელდება

52

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე გეგმიური სამუშაოების წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით, 7 დეკემბრის დილის 09:00 სთ-მდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზის 247-ე კმ-დან (ბაში) სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის კმ2 (დაფნარის დაერთება) მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის (ძველი) საავტომობილო გზაზე, სამტრედიის მიმართულებით.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2016 წლის 27 ოქტომბერს (№2693860) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.