ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.