LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან ევროპული ქალაქებისკენ ავიარეისები ზაფხულში კვირაში 1 სიხშირით შესრულდება

64
214308484-3003165779952357-4385317791611925102-n

ქუთაისის განახლებულ აეროპორტში Wizz Air-მა ბაზირებული საჰაერო ხომალდით ოპერირება ევროპის 6 მიმართულებით დაიწყო: მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი.

პირველი რეისის მგზავრებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციულად, ბრენდირებული სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

ამ ეტაპზე, ივლისში განახლებული აეროპორტიდან Wizz Air ევროპის 14 მიმართულებით განახორციელებს ავიარეისებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g