LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი გადაიდო

100
BeFunky-collage (7)

ქუთაისის სამ სხვადასხვა ბაგა-ბაღში თანამშრომლებისთვის Covid-19-ის დადასტურების გამო, სასწავლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო.

კორონავირუსის გარდა, ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, გადავადების მიზეზი 11 ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.

ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს – ამირან გამყრელიძე

„ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო. კორონავირუსის დაფიქსირებისა და 11 ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ერთი კვირით გადაიდო. ერთ კვირაში დავაკვირდებით, როგორი ვითარება იქნება, თუმცა იმის გარანტია, რომ სააღმზრდელო პროცესი დაიწყება, არ არსებობს,“- განაცხადა ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა.

“მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ” – ექიმი დავით გადელია მოქალაქეებს მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები