LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა 4 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება

7

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობისთვის „საქართველოს რკინიგზამ“ ტენდერი უკვე გამოაცხადა მისი დასრულების ვადა 15 სექტემბერია. ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 088 633 ლარია.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამუშაოები ქუთაისის აეროპორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის მიწის ვაკისის შემოღობვის, სარკინიგზო გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების, მაღალი და დაბალი ბაქნების მშენებლობას გულისხმობს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები