LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრი ვარშავის ნაცვლად, აბუ-დაბიში აღმოჩნდა – რა მოხდა შემდეგ?

328
726ad15b2642859796f82995987b7aea

ქუთაისის აეროპორტში მგზავრს მიმართულება აერია და ვარშავის ნაცვლად აბუ დაბიში ჩაფრინდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელშიც მოქალაქე ჰყვება, რომ მისი და შემთხვევით სხვა თვითმფრინავში აღმოჩნდა.

“ქუთაისის აეროპორტიდან , ჩემს დას Wizz Air ფრენა ქონდა ვარშავის მიმართულებით, გაიარა რეგისტრაცია. შემდეგ საითაც უთხრეს იქეთ წავიდა . აღმოჩნდა აბუ დაბის თვითმფრინავში.

ბარგი კი გაგზავნეს გაურკვეველი მიმართულებით. აბუ დაბის აეროპორტში არავინ არ ეხმარება, ტელეფონზეც კი არ არეკინებენ , არც პოლიცია აქცევს ყურადღებას, ყველა ეუბნება საქართველოდან, რატო გამოგიშვეს ასეო. ბარგს რაც შეეხება ჯერ ვიცოდით , რომ იყო ვარშავაში, შემდეგ გავიგეთ, ქუთაისშიაო,

გთხოვთ, თუ იცით ან მსგავსი შემთხვევა თუ ოდესმე ყოფილა დაგვეხმარეთ რამენაირად” – წერდა სოციალურ ქსელში მოქალაქე.

Megatv ცნობით, მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან შეცდომით, ვარშავის ნაცვლად აბუ დაბიში მოხვდა უკვე დანიშნულების ადგილასაა. როგორც გამოცემა წერს, ქუთაისის აეროპორტში ამბობენ, მგზავრი აბუ-დაბიში სასტუმროში გადაიყვანეს, შემდეგ კი პირველივე რეისით ვარშავაში გაფრინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g