ქუთაისის აეროპორტში სუვენირების მაღაზიის მოსაწყობად საჯარო აუქციონი ცხადდება, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იწვევს.
„გაფრენის დარბაზში, 21 კვ.მ ფართობზე სუვენირებისა და საჩუქრებისთვის განკუთვნილი მაღაზია 2 წლის ვადით უნდა განთავსდეს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად, მოთხოვნა მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროდუქციაზე იზრდება. მათ შორის საქართველოსთან ასოცირებულ სუვენირებზე, რომელიც უცხოელ მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს“, – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
დეტალებისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/810606