LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტთან თანამედროვე სატრანსპორტო – პროფილაქტიკური ცენტრი გაიხსნა

224
IMG-20200827-155425-640x426

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 2 მლნ ლარის ინვესტიციით განხორციელებული თანამედროვე სატრანსპორტო – პროფილაქტიკური ცენტრი გაიხსნა.

„მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამედროვე სატრანსპორტო – პროფილაქტიკური ცენტრი სწორედ პანდემიის პერიოდში აშენდა. პროექტში 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ცენტრში 30 ადამიანი დასაქმდა. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ცენტრი შეიქმნა იქ, სადაც განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივაა,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან კომპანია „ჯიბი მექანიქსის” თანამედროვე სატრანსპორტო – პროფილაქტიკური ცენტრის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილესთან ერთად, ცენტრი ოფიციალურად გახსნეს ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ და „ჯიბი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა ხუციშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი, სადაც შესაძლებელია ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, რეგიონის ინფრასტურუქტურის და აგრო სფეროს განვითარებისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთება.

„ჯიბი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ცენტრი შეძლებს, მოემსახუროს ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას – მიკროავტობუსებს, ავტობუსებს, სპეცტექნიკას, სატვირთო ავტომობილებს.

„ქუთაისის აეროპორტის სიახლოვეს ცენტრის გახსნა შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი ჰოლდინგი ასევე აერთიანებს მგზავრთა გადაყვანის კომპანიას „ჯორჯიან ბასი“, რომელიც 7 წელია, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამშრომლობს. როდესაც მთელი მსოფლიო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ქუთაისის აეროპორტიც განაგრძობს თავის ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ჩვენც მგზავრებს მოვემსახურებით, „ჯორჯიან ბასის“ ყველა ავტობუსი ამ სერვისცენტრში გაივლის შემოწმებას. უსაფრთხოება, როგორც იყო აქამდე, მომავალშიც დარჩება ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g