LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 8 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს დაუდგინდა

180
unnamed

8 პაციენტს, რომელთაც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აკვირდებოდნენ, “კოვიდ 19” არ დაუდგინდა. მათი ანალიზის პასუხები საავადმყოფომ ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს მიიღო.  პაციენტებს შორის ერთ-ერთი 4 წლის ბავშვია. როგორც ექიმები აცხადებენ, მათ სეზონური ვირუსი აქვთ, და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებაზე სახელმწიფო იზრუნებს - ნათია თურნავა

"ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა".

აღსანიშნავია, რომ სამმა პაციენტმა კლინიკას თავად, გუშინ ღამით მიმართა. დანარჩენი 5 კი აეროპორტიდან ორი დღის წინ შეიყვანეს.

როგორც ცნობილია ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდნენ.

სად გაივლიან 14-დღიან კარანტინს საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები

 

magti 5g