ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა.
სოცილურ ქსელში უნივერსიტეტის გვერდზე შენობის ფოტოები გამოქვეყნდა.
უკვე ცნობილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღებს.
“სექტემბერში, როდესაც დაიწყება ახალი სასწავლო წელი, ფუნქციონირებას და აქტიურ აკადემიურ ცხოვრებას იწყებს ჩვენი საგანმათლებლო სისტემის მთავარი მეგაპროექტი-ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც პირველ ნაკადს მიიღებს ამ სექტემბერში 3 სპეციალობაზე მიიღებს და შემდეგ სპეციალობათა რაოდენობა, რასაკვირველია, გაიზრდება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის”,-განაცხადაგანათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.