LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქად გამოცხადება, აი ამ იდეის ავტორი, დღეს, ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული, ეს უსამართლოა! ასე გაგრძელება არ შეიძლება!“ – გიორგი ვაშაძე

135
Untitled design

„სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე „გამარჯვების პლატფორმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისის განვითარების შესაძლებლობასა და მიხეილ სააკაშვილის როლზე ისაუბრა.

გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის იდეით დაიწყო ქუთაისის აღმშენებლობა და განვითარება, რაც „ქართულმა ოცნებამ” მიზანმიმართულად შეაჩერა.

„ცნობილია, რომ მე-11 საუკუნეში თურქებისგან გადამწვარი და აოხრებული ქუთაისის და ბაგრატის განახლება პირველად ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ მოხდა. ქუთაისი, ბაგრატი, გელათი ყოველთვის გადამწყვეტ როლს და ფუნქციას ასრულებდა საქართველოს ერთიანობის საქმეში.

სწორედ ეს როლი და ფუნქცია დაინახა ქუთაისისთვის მიხეილ სააკაშვილმაც და ამ ფუნქციის და როლის დაბრუნების გამოხატულება იყო ბაგრატის აღდგენა, ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქად გამოცხადება, აი ამ იდეის ავტორი, დღეს, ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული. ეს უსამართლოა! ასე გაგრძელება არ შეიძლება!

ის, რაც იყო მიშას იდეა, ჩვენი იდეა, აღმშენებლობის დიდი იდეა, რომ საქართველოს უნდა ეამაყა ქუთაისით და ქუთაისს უნდა ეამაყა თავისი განვითარებითა და შესაძლებლობებით ივანიშვილმა მიზანმიმართულად გააჩერა.

ივანიშვილმა გააჩერა არა მხოლოდ ქუთაისის განვითარების იდეა, არამედ გააჩერა ანაკლია-ლაზიკის უდიდესი პროექტი, შეაჩერა სიღნაღის, კახეთის სხვა რეგიონების განვითარება. შეაჩერა მესტიის და მაღალმთიანი აჭარის განვითარების პროექტები, რითაც პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა დავით აღმაშენებლის დიდი, ერთიანი, ძლიერი რეგიონის ლიდერი საქართველოს იდეას“, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g