LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

78
ბუნებრივი  აირი

ქუთაისში 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

გაზმომარაგება გუშინ, გვიან ღამით შეწყდა. „სოკარგაზის“ ფილიალის მმართველის, თემურ ხვინგიას ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ავარიული შემთხვევა გახდა, რომელიც გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შეექმნა.

თემურ ხვინგიას ინფორმაციით, პრობლემა აღმოფხვრილია და გაზმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება.

კომპანიის ცნობით, დღის ბოლომდე ყველა აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g