ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ონკოლოგიური პაციენტი იყო და მას მეხსიერების პრობლემები ჰქონდა.
კლინიკაში აცხადებდნენ, რომ მამაკაცს კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ღამით კლინიკიდან გაიპარა.