ქუთაისში, კორონავირუსი 88 წლის პაციენტმა დაამარცხა. ხანდაზმული მამაკაცი ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
კლინიკა “ბომონდის” კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის თქმით ამ ეტაპზე 70 კოვიდდადებით პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 90-მდე პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა.
ამ ეტაპზე კლინიკაში 70 კოვიდდადებითი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 90-მდე პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები, -აცხადებს კლინიკა “ბომონდის” კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.