ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. ზურაბ არდაზიშვილი ტრავმატოლოგი იყო და ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმის მდგომარეობა თავდაპირველად დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა მოგვიანებით დამძიმდა და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რამდენიმე საათის წინ კორონავირუსმა, “იმედის კლინიკის” ექიმის სიცოცხლეც შეიწირა.
“იმედის კლინიკის” მეან-გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი კოვიდით გარდაიცვალა