LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა

2435
fot

ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული გოგონა გარდაიცვალა.

მირანდა ცეცხლაძე დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა, მას უმძიმესი დაზიანებები აღენიშნებოდა და ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, უმძიმესი ავარია ქუთაისის აეროპორტთან რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა ქუთაისიდან სამტრედია ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ბოძს შეეჯახა და აფეთქდა.

ავარიას 4 ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისინი მეგობრები იყვნენ.

ასევე დაიღუპა ლანჩხუთელი გოგონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g