LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, ორმა პირმა მგზავრებით სავსე ავტობუსის გატაცება სცადა

280
ქუთაისი

ქუთაისში ორმა მამაკაცმა მგზავრებით სავსე  ავტობუსის გატაცება სცადა, ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ადვოკატმა არჩილ ნიჟარაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, ორივე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობის, ორმა პირმა  ბოლო გაჩერებაზე ავტობუსის გატაცება სცადა. 10 მეტრის გავლის შემდეგ პოლიციამ ავტობუსის გამტაცებლები დააკავა.

საქმე აღძრულია ძარცვის მცდელობის, 19-178-ე მუხლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები