LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

159
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომელიც რეგიონში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ყველაზე მასშტაბური ცენტრი იქნება.

კომპლექსი მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, სტარტაპ აქსელერატორს, საერთაშორისო IT სკოლას, საკონფერენციო სივრცეს, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მონაცემთა მძლავრ ცენტრს, სხვადასხვა ექსპერიმენტულ ლაბორატორიებს.

ახალ ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობებიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე გაჩნდება როგორც რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიური ცენტრი.

პროექტზე, ჯამში, 12 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები