მორიგი დაპირისპირება, ამჯერად უკვე ქუთაისში. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე „თავისუფალი საქართველოს“ ოფისთან მოხდა. როგორც ირკვევა, მმართველი გუნდის მხარდამჭერები ოპოზიური ლიდერების შეხვედრას აპროტესტებდნენ და „თავისუფალი საქართველოს“ოფისში შეჭრას ცდილობდნენ.
ვიდეო: ხმაური ქობულეთში - "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
პოლიციამ შენობიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.
შენობაში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე ადგილობრივ ლიდერებთან ერთად იმყოფება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ოფისში პარასკევს დაანონსებული აქციის დასაგეგმად შეიკრიბნენ.
ხმაური და დაპირისპირება ამ დრომდე არ ცხრება. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.