LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისური “ექსტრა მითის” პროდუქცია მალე თბილისშიც გაიყიდება

779

კვების პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ ”ექსტრა მითი” წარმოება გააფართოვა.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიის თანა-დამფუძნებელმა და დირექტორმა გიგა ჩხობაძემ განუცხადა,  კომპანიამ ახალი საწარმოო ხაზი შექმნა და საკუთარ პროდუქციას ნახევარფაბრიკატები დაუმატა.

”ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ნახევარფაბრიკატების 20-დან 25ამდე დასახელების პროდუქციას, რომლის რეალიზაციაც ჯერჯერობით მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ხდება. თუმცა, ერთ თვეში ვგეგმავთ აღმოსავლეთ საქართველოს ბაზარიც ავითვისოთ”, – განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე ინფორმაციით,  გარდა ნახევარფაბრიკატებისა ”ექსტრა მითი” ხორცპროდუქტების 50 დასახელებას აწარმოებს, რომელთა რეალიზაციაც  დასავლეთში  ხორციელდება. თუმცა,  ბოლო პერიოდში კომპანიამ საკუთარი ნაწარმის  დისტრიბუცია თბილისშიც დაიწყო.

ცნობისთვის, კვების პროდუქტების მწარმოებელი აღნიშნული კომპანია  ბაზარზე ”ეკო მითის” სახელით 2010 წელს გამოჩნდა. თუმცა, რებრენდინგის საფუძველზე 2 წელია  ”ექსტრა მითის”  სახელით ფუნქციონირებს.  კომპანია საწარმოსა და ოფისს ქუთაისში ფლობს და ჯამში  150 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. რაც შეეხება წარმოებას, ”ექსტრა მითი” 3 ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები