LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქველმოქმედება საკუთარი გადარჩენისთვის – 5 მიზეზი, რის გამოც მსოფლიომ ღარიბ მოსახლეობას ვაქცინა უნდა გაუზიაროს

136
3

5 მიზეზი, რის გამოც ვაქცინის დოზები მსოფლიომ ღარიბ მოსახლეობას უნდა გაუზიაროს – არგუმენტების ჩამონათვალი გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF)  გამოაქვეყნა  და განვითარებულ სახელმწიფოებს მოუწოდა, შემოწირულობის კამპანიაში ჩაერთონ.

❌  რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვირუსის არაკონტროლირებადი გავრცელება, მით უფრო მაღალი იქნება უფრო მომაკვდინებელი და გადამდები ვარიანტების გაჩენის რისკი – ასეთია ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელზეც უფრო ვრცლად ქვემოთ წაიკითხავთ.

მანამდე კი:

მსოფლიოს ისტორიაში ვაქცინაციის ყველაზე მასშტაბური კამპანია გასული წლის დეკემბერში დაიწყო და ჯერ კიდევ მაშინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განვითარებული ქვეყნების მიერ ვაქცინების მომარაგების მასშტაბებზე გაამახვილა ყურადღება.

აღმოჩნდა, რომ გარკვეულმა სახელმწიფოებმა იმაზე მეტი დოზები შეიძინა, ან ხელშეკრულებით სამომავლოდ მოიმარაგა, ვიდრე საწყის ეტაპზე, ერთჯერადად, მოსახლეობის უმრავლესობის აცრისთვის იყო საჭირო.

ვაქცინების განაწილების ასეთი პრინციპის შედეგად, მესამე დონის უამრავი ქვეყანა კოვიდვაქცინის გარეშე დარჩა.

ვაქცინების ასეთი განაწილება ყოვლად მიუღებელია: გაეროს გენერალური მდივანი წარმოების გაზრდას ითხოვს

 

 

 

მართალია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობდნენ, რომ პანიკა საჭირო არ იყო, რადგან ძალიან ბევრს მუშაობდნენ და ვაქცინას ყველა მიიღებდა, თუმცა აქვე წარდგენილი მონაცემები, საპირისპიროს ამტკიცებდა – მაშინ მასობრივი ვაქცინაცია 50-მდე ქვეყანაში მიმდინარეობდა, აქედან 40-ზე მეტი სახელმწიფო კი სტატუსით “მდიდარი” იყო.

აქვე მსოფლიომ დაპირებაც მიიღო: სპეციალურად შექმნილი კოვაქსპლატფორმის მეშვეობით, სულ მალე ვაქცინაციის პროცესი დაეწყო  92 საშუალო და მცირე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსაც.

ამ დროის განმავლობაში ღარიბმა ქვეყნებმა მართლაც მიიღო ვაქცინის გარკვეული, თუმცა არა საკმარისი დოზები.

რამდენიმე კვირის წინ “დიდი შვიდეულის” ქვეყნების გადაწყვეტილებაც გახდა ცნობილი – სახელმწიფოები მილიარდ ვაქცინას გამოყოფენ, ცნობილია, რომ აშშ-ისგან ეს პირველ ეტაპზე 80 მილიონი, 2 წლის განმავლობაში კი 500 მილიონი იქნება, ასევე ვაქცინის 100 მილიონი დოზის განაწილებას გეგმავს დიდი ბრიტანეთიც.

ღარიბი ქვეყნების დიდ ნაწილს ვაქცინის მარაგი ეწურება და პროგრამების გასაგრძელებლად საკმარისი დოზები აღარ აქვს – ეს ჯანმო-ს უახლესი განცხადებაა.

აღმოჩნდა, რომ კოვაქსმა 131 ქვეყანას 90 მილიონი დოზა ვაქცინა გადასცა. ჯანმო-ში ამბობენ, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა საკმარისი ვირუსის შესაკავებლად. ვაქცინის დეფიციტია სწორედ იმ დროს, როდესაც აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა ინფექციების მესამე ტალღას ებრძვის.

როგორც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ თქვა, ამ დროისთვის, აფრიკაში გამოყენებულია ვაქცინის მხოლოდ 40 მილიონი დოზა, რაც საკმარისია მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებისთვის.

 

“ვაქცინაცია დაგვეხმარება პანდემიის დასრულებაში, თუმცა პანდემია დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ვაქცინაზე წვდომა ყველას ექნება” – 5 მიზეზი ქველმოქმედებისთვის

 

?    2021 წლის მაისის ბოლოსთვის, მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის 1.4 მილიარდზე მეტი დოზა გადანაწილდა და აქედან მხოლოდ  1 პროცენტზე ნაკლები მიიღო დაბალშემოსავლიანმა ქვეყნებმა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უფრო მეტი რაოდენობის ვაქცინა სჭირდება, მაღალშემოსავლიან ქვეყნებს აქვს საკმარისი დოზები, რათა საკუთარი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები აცრას.

?    რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვირუსის არაკონტროლირებადი გავრცელება, მით უფრო დიდხანს იქნება უფრო მომაკვდინებელი და გადამდები ვარიანტების გაჩენის რისკიც და ამ რისკის ქვეშ დება ყველა ერთად.

მაშინ, როდესაც ვაქცინით მომარაგებული ქვეყნები საკუთარი მოსახლეობის უმეტესობას ცრის, ღარიბი სახელმწიფოები ვირუსის საშიში ტალღებისა და ახალი ვარიანტების მომსწრე ხდება. ლოკალური პრობლემა გლობალური ხდება – და თუ ეს უთანასწორობა გაბატონდება, ინდოეთის ტრაგედია შესაძლოა წინამორბედი იყოს იმ მოვლენების, რაც ემუქრება მთელს რეგიონს და ამის შემდეგ, უკიდურესი სცენარით, მთელს მსოფლიოს.

?    პანდემიის გამო, რუტინული იმუნიზაციის სერვისები ჩაშლილია, სწორედ ამის გამო, ღარიბ ქვეყნებში მილიონობით ბავშვი სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკის ქვეშ დგას. კოვიდვაქცინის დოზები ხელს შეუწყობს სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი სერვისების განახლებას.

?    ერთადერთი გზა, რომ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, არის მდიდარი ქვეყნების შემოწირულობა კოვაქსპლატფორმისთვის. სწორედ ეს პლატფორმა შეძლებს უზრუნველყოს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს ვაქცინის მიღება რაც შეიძლება მცირე დროში.

?    Airfinity-ის მონაცემებით, ევროკავშირისა და “დიდი შვიდეულის” წევრ სახელმწიფოებს მალე ექნება ვაქცინის საკმარი დოზები, რაც საშუალებას მისცემთ, მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობისთვის 150 მილიონზე მეტი ვაქცინა გაიღონ. ამისათვის კი საკმარი იქნება, მათთვის ხელმისაწვდომი დოზებიდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მხოლოდ 20 პროცენტი გასცენ.

❗   სახელმწიფოებს, რომლებსაც ვაქცინის ჭარბი რაოდენობა აქვს, გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს, ახლავე დაიწყონ შემოწირულობის გაცემა.

“კოვიდვაქცინები არ წარმოადგენს “ვერცხლის ტყვიას” პანდემიის დასასრულებლად, თუმცა ღარიბი მოსახლეობისთვის მისი სასწრაფოდ განაწილება აუცილებელია”.

magti 5g