ნატალი ანდრონიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს ეკლესიიდან, რომელიც მისი ინფორმაციით, ქვემო ჭალაში მდებარეობს და ამილახვრების სასახლის კარის ეკლესიაა. როგორც პოსტის ავტორი წერს, კედლები დასერილია და შესაღებად
„ეს ქვემო ჭალაში ამილახვრების სასახლის კარის ეკლესიაა.
როგორც ფოტოზე ხედავთ, მთელი კედლები დასერილია (შესალესად გამზადებულია), ფრესკები – მომსპარი, თუმცა მათი ნაწილის კონსერვაცია და შენარჩუნება შეიძლებოდა. კანკელს ბეტონისა და აზბესტის მილებისგან აკეთებს ვიღაც…
ჰოდა, მაინტერესებს, თუ იცის ამის შესახებ ძეგლთა დაცვამ, საპატრიარქომ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ? და თუ არის ამ გადაკეთება (ვანდალიზმზე ) გაცემული ნებართვა და ვინ და რის საფუზველზე გასცა ესეთი საბუთი.
გააზიარეთ და დამითაგეთ, თქვენი ჭირიმე, საჭირო ხალხი“
როგორც „რეზონანსის“ მიერ 2015 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, „ კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მოსახლეობა ამილახვართა ციხე-სიმაგრის მფლობელს, ნუცა ერისთავსა და მის შვილს ერეკლე კუხიანიძეს უპირისპირდება. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ მათ ციხე-სიმაგრე და ამავე ფართობზე მდებარე ეკლესია მფლობელობაში უკანონოდ დაირეგისტრირეს. თავად მფლობელები კი აცხადებენ, რომ ისტორიული ძეგლი მათ კუთვნილებაში მემკიდრეობითა და სასამართლოს ძალით, კანონის სრული დაცვით გადაეცათ“.