ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის ტემპის შენელებას ეხმიანება.
კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაქცინაციის ცენტრები ცარილია, ხოლო ტესტირების ცენტრები – მოქალაქეებით სავსე:
“ვაქცინაციის ცენტრები ცარიელი.
ტესტირების ცენტრებში ხალხის უსასრულო რიგები.
ქვეყანა – პარადოქსი!” – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.
ბოლო 24 საათში, გამოვლინდა კოვიდ-19-ით ინფიცირების 5 340 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 631 პაციენტი. გარდაიცვალა 62 ადამიანი. ჩატარებული ტესტის რაოდენობა – 55 301-ია.
დღიურად აცრილთა რიცხვი 4 063-ია.