LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანა ზაფხულის სეზონს მშვიდად გადაივლის“ – პაატა იმნაძე

152
90500111-1632239553580609-5879192165250236416-o

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ზაფხულის სეზონს მშვიდად გადაივლის.

იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა მაინც იქნება. ჯანდაცვის სისტემა, ყოველდღიურად 30-40 ახალი პაციენტის მიღებას უპრობლემოდ შეძლებს.

​„ქვეყანაში ყოველდღიურად 30 ახალი შემთხვევა რომც იყოს, არ იქნება პრობლემა. ეს არ არის ის ციფრი, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა პრობლემის გარეშე ვერ აუვა და ვერ მოუვლის სათანადოდ თითოეულ პაციენტს. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ცნობისათვის, დღეს საქართველოს კორონავირუსით დაინფიცირებული 639 ადამიანი ჰყავს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

magti 5g